დაარსდა 1900 წლის 26 სექტემბერს, როგორც ბათუმის ქალთა გიმნაზია

ბათუმელთა საყვარელი და საამაყო სკოლა

ქალთა გიმნაზიიდან დღევანდელ საჯარო სკოლამდე სკოლის სტატუსი არაერთხელ შეიცვალა, სახე და სახელი კი უცვლელი დარჩა.

სკოლის ისტორიული შენობა ძველ ფოტოზე

სიახლეები

ყველა სიახლე

"ჩემი დამრიგებელი"

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას. 2026-2027 სასწავლო წლიდან რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ,,ჩემი დამრიგებელი“ ამოქმედდება. კონკურსის…

  • "პერსონა 2026"

    საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“ წარმოგიდგენთ „პერსონა 2026 წლის“ ტიტულზე — ანა გულედანს და ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სტუდია „გნოლს“! წარმატებები!!!

  • აჭარის კონკურსები და ოლიმპიადები

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში ჩატარდა "კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის" და "საგნობრივი ოლიმპიადა" მათემატიკაში…

სკოლის მატიანე

იცვლებოდნენ მოსწავლეთა, მასწავლებელთა და ხელმძღვანელთა თაობები, სკოლა კი დღესაც ბათუმის საამაყოა.

სრული ისტორია
ბათუმის ქალთა გიმნაზია ძველ საფოსტო ბარათზე
  1. 1900 26 სექტემბერს ბათუმის ქალთა გიმნაზია გაიხსნა
  2. 1904 დასრულდა შენობის მშენებლობა; თარიღი დღესაც ფასადზეა ამოტვიფრული
  3. 1921 მეორე საფეხურის ჰუმანიტარული სკოლა
  4. 1934 შვიდწლედი საშუალო სკოლად გადაკეთდა
  5. 1949 ბათუმის №1 საშუალო სკოლა
  6. 2005 ბათუმის №2 საჯარო სკოლა; ერთი წლით ადრე შეუერთდა დაწყებითი სკოლა
  7. 2025 სკოლამ 125 წლის იუბილე აღნიშნა

ხედვა

2031 წლისათვის ვიყოთ რეგიონის პირველი სკოლა, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული საავტორო რესურსები და გააზიარებს მათ ეროვნულ დონეზე.

მისია

უსაფრთხო გარემოში წიგნიერი, სამართლიანი, კომუნიკაბელური, ტოლერანტული და ზნეობრივად განვითარებული პიროვნების აღზრდა, თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა.

ღირებულებები

  • პატრიოტიზმი
  • სიყვარული
  • თანადგომა
  • სამართლიანობა
  • მიმტევებლობა
  • ერთგულება
  • პასუხისმგებლობა
  • ურთიერთპატივისცემა